ნატოს თავმჯდომარე, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ პაკისტანიდან ავღანეთში მიმავალი ალიანსის მომარაგების სატრანზიტო გზები მალე გაიხსნება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეთაურმა კომენტარი ავსტრალიაში ვიზიტის დროს გააკეთა. რასმუსენის თქმით, ავღანეთიდან ტექნიკის გაყვანა ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ტერიტორიებიდანაც მოხდება.
რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების მოლაპარაკება პაკისტანთან სატრანზიტო მარშრუტების გახსნის შესახებ წარუმატებლად დასრულდა. პაკისტანმა მათი გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასული წლის ნოემბერში უპილოტო თვითმფრინავების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ შეტევას შეცდომით 24 პაკისტანელი მესაზღვრე შეეწირა.