ავღანეთში ნატოს სამხდრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთში ნატოს სამხდრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთის სამხერეთში მდებარე ნატოს სამხდრო ბაზაზე თალიბებმა მიიტანეს იერიში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აცხადებს რომ ბრძოლაში მოწიააღმდეგის 8 მებრძოლი გაანადგურეს. დაჭრილია საერთაშორისო სამხედრო ალიანსის ორი ჯარისკაცი.

თალიბებმა ჯალალაბადის სამხედრო აეროდრომის შესასვლთან ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს და ყუმბარტყრორცნებიდან გახსნეს ცეცხლი.

თავად თალიბების განცხადებით მათმა 6 შახიდმა მებრძოლმა ავღანეთის და უცხოელების ათობით ჯარისკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს. თუმცა ნატოს წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ ბლოთზი უარყოფს ამ ინფორმაციას. მისი თქმით:“ ამ ინციდენტის დროს რამდენიმე მოთარეშე მოკლეს. მათ ვერ შეძლეს ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა. ავღანეთის და საერთაშორისო ალიანსის ჯარისკაცებმა წარმატებით შეძლეს თავდასხმის მოგერიება.“

ეს იერიში თალიბებმა 1 მაისს, ბაღრამის სამხედრო საჰაერო ბაზაზე თავდასხმის მსგავსად განახორციელეს. ბაღრამი ნატოს უდიდესი სამხედრო ბაზაა ავღანეთში.

სამშაბათს ვაშინგტონში გენერალმა დევიდ პეტრეუსმა გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები რომ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ მიმდინარე 9 წლიანი ომი შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს:“ ჩემი აზრით წინ მძიმე ბრძოლები გველის, რომელიც მომავალი თვეების განმავლობაში ალბათ კიდევ უფრო გამძაფრდება, როდესაც ჩვენ მათ ბაზებზე მივიტანთ იერიშს ისინი საპასუხო დარტყმას განახორციელებენ.“

გენერალი პეტრეუსი ავღანეთში ამერიკული ჯარების მთვარსარდლად გენერალ სტენლი მაკრისტალის ნაცვლად დანიშნეს, რომელმაც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები არცთუ ისე დადებითად დაახასიათა ჟურნალ როლინგ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას გენერალმა პეტრეუსმა დააიმედა ამერიკელი კანონმდებლები რომ საბოლოო ჯამში ავღანეთის მთავრობა და საერთაშორისო ალიანსის ძალები წარმატებას მიაღწევენ თალიბების წინააღმდეგ ომში.

თუმცა დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ კოალიციური ძალების წარმატებაში. ჯერემი ბინის განცხადებით:“ ჩვენ ვხედავთ რომ მოკავშირეთა ძალები ავღანეთის მთავრობის ერთგულ ნაწილებთან ერთად დასახლებული პუნქტების და ქალქების ცენტრალურ რაიონებს აკონტროლებენ, მაგრამ სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით უკვე თალიბანის საბრძანებლი იწყება.“

ავღანეთში წარმატების მიღწევას ამ ქვეყნის ხელისუფლებაში არსებული კორუფცია უშლის ხელს. შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრი ერიკ ჰოლდერი ამჟამად ქაბულში იმყოფება და ავღანეთის მთავრობასთან ანტიკორუფციული ზომების მიღების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებას. ბატონი ჰოლდერი ავღანეთის სასამართლო სისტემის გაუმჯობესების საკითხებზეც იმსჯელებს ამ ქვეყნის მთვრობის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების დროს.