მსოფლიოს მასშტაბით 10 ყველაზე დიდ ეროვნულ პარკებს შორის 4 ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. აშშ-ში დიდ და პატარა პარკებს ფედერალური სამსახური პარკების ეროვნული სამსახური აკონტროლებს და უვლის.
Your browser doesn’t support HTML5
აშშ-ის ეროვნული პარკების სერვისში 20 000-მდე ადამიანი მუშაობს, აქედან დაახლოებით 4 000-ს სეზონური სამსახური აქვს. ეროვნული პარკების სამსახურისთვის წელიწადში საშუალოდ 310 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. სამსახური 1916 წელს შეიქმნა.
მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში 20 ეროვნული პარკია, მათგან 10 კი ქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს. ქალაქში ეროვნულ პარკებთან ერთად, ურბანული პარკებიცაა, მათ შორისა სახელგანთქმული ცენტრალ პარკი და პროსპექტ პარკი.