ნასირი მარტში დანიშნულ მეორე სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება
ორშაბათს პაკისტანელი მამაკაცი, რომელსაც ალ ყადიასთან კავშირი და ნიუ იორკსა და ინგლისშჲ ტერორისტული ბომბების დამონტაჟება ედებოდა ბრალად, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გასულ კვირას აბიდ ნასირი ნიუ იორკში დიდი ბრიტანეთიდან იქნა ექსტრადირებული. ორშაბათს ბრუკლინის სასამართლომ მარტში დანიშნულ მეორე სასამართლო პროცესამდე ნასირის პატიმრობაში დატოვება მაინც მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ნასირს მანჩესტერსა და ნიუ იორკში პიკის საათის დროს მეტროსადგურებზე ტერორისტული აქტის დაგეგმვა ედება ბრალად.