რაკეტამ სტარტი კალიფორნიაში ვანდერბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან აიღო
ნასამ კოსმოსში დედამიწაზე დაკვირვების მიზნით სატელიტური რაკეტა გაუშვა. ეს პროგრამა კოსმოსურმა სააგენტომ 40 წლის წინ დაიწყო.
რაკეტამ სტარტი კალიფორნიაში ვანდერბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან აიღო, რომელიც ნასას განცხადებით წარმატებით განხორციელდა.
სატელიტური რაკეტა Landsat-ის მისია ნასას და შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომლობით შედგა. მისიის მიზანია, კოსმოსიდან მონიტორინგი გაუწიოს დედამიწაზე მიმდინარე პროცესებს და წყლის და სურსათის რესურსების ორგანიზებას შეუწყოს ხელი.