ჯონსონის სახელობის ნასას კოსმოსური ცენტრი და მისი ახალი მისია

ჰიუსტონის მახლობლად მდებარე ჯონსონის სახელობის ნასას კოსმოსური ცენტრი კოსმოსის შესწავლის პროცესს 50 წელზე მეტია ლიდერობს. ახლა ცენტრი ახალი მისიისთვის - ადამიანების მარსზე გასამგზავრებლად ემზადება.

1961 წლიდან მოყოლებული ნასას ყველა მისია ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში იგეგმება.

მისი მთავარი ფუნქცია კოსმოსური მისიების დაგეგმვა და ზედამხედველობაა. ჯემინის, აპოლოს და სკაილების პროექტებით დაწყებული საერთაშორისო მისიების ჩათვლით ნასას ყველა მისია ჯონსონის ცენტრიდან კონტროლდება.

“მისიის საკონტროლო ცენტრი აქ ადრეული 1960-იანი წლებიდანაა, ამ ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა ყველა კოსმოსური მისია, რომელშიც ადამიანს მიუღია მონაწილეობა. დღესაც იგივე. იქ თუ შეხვალთ ნახავთ, რომ ამ წუთას კოსმოსში 6 ასტრონავტი და კოსმონავტი გვყავს. ჩვენი სახმელეთო გუნდი მისიას აქედან ეხმარება, აქვეა ფრენის დირექტორიც,” ამბობს ჰოლი რაიდინგი, ფრენების დირექტორი.

ჯონსონის ცენტრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია მომავალი ასტრონავტების შერჩევა და წვრთნაა. კოსმოსში გაფრენამდე ყველა ასტრონავტი სიღრმისეულ მომზადებას გადის.

“ეს შენობა ჩვენი საწვრთნელი შენობის მაკეტია. საერთაშორისო კოსმოსური ხომალდის ნაწილების ზუსტი ზომებია შექმნილი, რათა მიხვდეთ თუ როგორაა ნივთებ განლაგებული ნამდვილ ხომალდზე. აქ ბევრ საგანგებო წვრთნას ვატარებთ, ასე რომ მისიის წევრები მზად არიან მსგავსი შემთხვევებისთვის.”

ეს ლაბორატორია კოსმოსური ფრენის სიმულაციას ჰქმნის. ასტრონავტებს ხომალდზე სიარულის იმიტირება შეუძლიათ.

ეკიპაჟის წევრების 24-საათიან მხარდაჭერასთან ერთად ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში ნასას ორიონის ხომალდსაც ქმნიან. ორიონის მიზანი ადამიანების ახალ დანიშნულებებამდე ჩაყვანა და კოსმოსის შესწავლაა.

თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 2030 წლისთვის ორიონმა პირველი ადამიანები მარსზე უნდა ჩაიყვანოს.

რაიდინგი კოსმოსის მოყვარულებს კოსმოსური სივრცის შესწავლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

“კოსმოსში საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ ყველამ ერთად არაჩვეულებრივი რამეები ვაკეთოთ. ამ მხრივ კაცობრიობისთვის ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მაშინაც კი თუ თქვენს ქვეყანაში კოსმოსური პროგრამა არ არსებობს, არსებობს გზები მასში ჩასართავად. მე სიამოვნებით ვეცდები ამაში დახმარების აღმოჩენა შევძლო.”