ამერიკულმა კერძო კომპანიამ კოსმოსში რაკეტა გაუშვა

ამერიკულმა კერძო კომპანიამ, რომელიც შეერთებული შტატების კოსმოსისა და აერონავტიკის სააგენტოს - იგივე ნასას - კონტრაქტორია, კოსმოსში რაკეტის პირველი წარმატებული გაშვება განახორციელა. იგივე კომპანიამ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე კოსმოსური შატლით სამეცნიერო მარაგი მიიტანა.

ორბიტული მეცნიერებების კორპორაციამ კვირას გამოაცხადა რაკეტის გაშვების დეტალები და მისი წარმატებული გასვლა ორბიტაში. რაკეტის გაშვება ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთში მდებარე კოსმოდრომიდან განხორციელდა.

ნასას ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სააგენტო კერძო სექტორთან თანამშრომლობით გეგმავს კოსმოსის ათვისების ოპერაციებისა და ექსპერიმენტების განხორციელებას, მათ შორის, მარსისა და ასტეროიდების ათვისებასაც.