ნასა: "მარსზე წყლის არსებობა დასტურდება"

ნასას ინფორმაციით დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მარსზე წყლის სიღრმე 137 მეტრს აღწევდა.

ნასას მეცნიერები აცხადებენ, რომ პლანეტა მარსზე მარიალიანი წყლის არსბობა დასტურდება.

ნასას ერთ-ერთი დირექტორმა ჯონ გრუნსფელდმა გუშინ განაცხადა, რომ მარსი ოდესღაც დედამიწის მსგავსი პლანეტა იყო. “თბილი მარილიანი ზღვებით, სუფთა ტბებით, ისევე როგორც ეს დედამიწაზეა. მაგრამ მარსზე რაღაც მოხდა, რის შედეგადაც პლანეტამ წყალი დაკარგა, მის ნაკვალევს ჩვენ ვხედავთ. ახლა კითხვა ჩნდება, არსებობდა თუ არა მარსზე სიცოცხლე და შევძლებთ თუ არა მივაგნოთ მას,” განაცხადა გრუნსფელდმა.

სააგენტოს განცხადებით, მარსზე აღმოჩენილი მარილის მინერალის წარმოშობისთვის წყალი აუცილებელი პირობაა, იქ კი, სადაც წყალია, შესაძლებელია იყოს სიცოცხლეც, თუნდაც მიკრობების ფორმით.

ნასას ინფორმაციით ოდესღაც მარსე უფრო მეტი წყალი იყო, ვიდრე ყინულოვან ოკეანეში, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მარსზე წყლის სიღრმე 137 მეტრს აღწევდა.