ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა დაიძაბა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა დღეს განსაკუთრებით დაიძაბა. სიტუაციის გამწვავება ოფიციალური ფხენიანის მიერ სამხედრო წვრთნების შესახებ გადაღებული ვიდეოფირის გამოქვეყნებამ გამოიწვია.

ჩრდილოეთ კორეის მიერ გადაღებული კადრები კიმ ჩენ ინის ჯარისკაცებთან შეხვედრას აჩვენებს. ქვეყნის ლიდერი არმიის, საზღვაო ფლოტის და საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული გაერთიანებული შეტევის წვრთნებს ასახავს.

პარალელურად სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა ფხენიანის მიერ გაკეთებული განცხადება დაგმეს. ის აპრილის შუა რიცხვებში სატელიტით აღჭურვილი რაკეტის გაშვებას გეგმავს, რომელსაც სამშვიდობო მიზნები ექნება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ლი მუნ-ბეკის სპიკერმა განცხადებას „სასიკვდილო პროვოკაცია“ უწოდა.