ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი რეტნო მარსუდი დღეს ბირმის ლიდერ აუნ სან სუ ჩის და ქვეყნის სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი რახინეს რეგიონში მიმდინარე კრიზისია.
ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ჯაკარტაში, ბირმის საელჩოსთან, როჰინჯას თემის მხარდასაჭერად. ისინი ინდონეზიის მთავრობისგან ლტოლვილების მიღებას ითხოვენ.
ინდონეზიის პრეზიდენტის განცხადებით „საჭიროა ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრა ინდონეზიის სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებით.“
გაეროს მონაცემებით, შეტაკებების დაწყებიდან 87,000 როჰინჯა მოსახლემ ქვეყანა დატოვა და ბანგლადეშს აფარებს თავს.
ძალადობას ამბოხებულთა მიმართ ძალის გამოყენებას მოჰყვა, როდესაც როხინჯას ჯგუფი თავს დაესხა ბირმის პოლიციას და სამხედრო პოსტებს, იმ მიზნით, რომ შეეჩერებინათ უშიშროების სამსახურების მხრიდან მათი თემის წარმომადგენლების დევნა.
საპასუხოდ ბირმის სამხედრო შენაერთებმა „გაწმენდის ოპერაცია დაიწყეს.“ შეტაკებების შედეგად 400 ადამიანი დაიღუპა. როხინჯას მუსლიმი თემი ბუდისტური უმრავლესობის მქონე ქვეყანაში უმცირესობას წარმოადგენს.