თურქეთმა, მიუხედავად ვაშინგტონის წინააღმდეგობისა, რუსეთისგან ეს-400 ტიპის სარაკეტო სისტემის პირველი პარტია უკვე მიიღო. დასავალეთში ანკარასა და მოსკოვის დაახლოება აღელვებთ. თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე, წინ სტამბოლის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებასა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მმართველობაზე, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, ანი ჩხიკვა "კატონის ინსტიტუტის" მკვლევარს, მუსტაფა აკიოლს ესაუბრა.
რაც შეეხება რუსეთის მიერ თურქეთისთვის „ეს-400“-ების გადაცემას: როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ანკარის ეს ნაბიჯი, ნიშნავს ეს რომ ერდოღანი რუსეთისკენ შებრუნდა, თუ არა?
ვფიქრობ რომ ასეა. მე ამას კრიტიკულად ვუდგები, რადგან მე მჯერა, თურქეთი უნდა იყოს დასავლურ სამყაროში, დასავლურ ინსტიტუტებში, ნატოში და ევროკავშირში. მე მინდა თურქეთი ვიხილო როგორც ლიბერალური დემოკრატია. ზოგჯერ ავტორიტარული რეჟიმები დასავლეთშიც აღმოცენდება ხოლმე, დღეს მაგალითად, უნგრეთი არც თუ ისე კარგად გამოიყურება. თუმცა, ზოგადად გარემო რომელსაც ირჩევ, გავლენას ახდენს შენს მმართველობის ფორმაზე. მე მაღელვებს, რომ თუ თურქეთი დაუახლოვდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, ეს თავად თურქეთისთვის იქნება ცუდი.
მე მაღელვებს, რომ თუ თურქეთი დაუახლოვდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, ეს თავად თურქეთისთვის იქნება ცუდი.
ერდოღანმა არასწორი გათვლები გააკეთა და კრიზისები შექმნა, როგორიც იყო პასტორი ბრენსონის და უდანაშაულო ხალხის დაკავება, მაგრამ ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ ვაშინგტონის გარკვეულმა პოლიტიკამ და ნარატივმაც ითამაშა როლი თურქეთის აღმოსავლეთით შებრუნებაში. მაგალითად, ამერიკა სირიაში მხარს უჭერდა ქურთულ ძალებს. გასაგებია, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან კონტრასტში ნებისმიერი ჯგუფი მასზე უკეთესად გამოიყურება, თუმცა თურქეთი ისტორიულად ამ ხალხს აღიქვამს, როგორც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებს. ეს ძალა თურქეთის ყველაზე დიდი თავისტკივილი და უსაფრთხოების გამოწვევაა 1984 წლის შემდეგ. ამან განაპირობა შეერთებული შტატების მიმართ უნდობლობა თურქეთში, არა მხოლოდ ერდოღანის და მისი მხარდამჭერების მხრიდან, არამედ ოპოზიციაშიც.
სტამბოლის არჩევნებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტი ერდოღანის დამარცხება საარჩევნო ყუთებთან შესაძლებელია.
რაც შეეხება „ეს-400“-ებს, მე [ანკარას] მოვუწოდებდი, პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ნატოს შეიარაღბის სისტემაში დარჩენისკენ. თუმცა, მიუხედავად იმისა თუ როგორ განვითარდება ეს კრიზისი, მე არ ვეთანხმები ადამიანებს ვაშინგტონში, თუ დასავლეთის სხვა დედაქალაქებში, რომლებიც ამბობენ რომ ამის გამო თურქეთი დასავლეთიდან უნდა გავაგდოთ, ნატოდან უნდა გავრიცხოთ, და რომ თურქეთი ახლა რუსეთის მოკავშირეა. მსგავსი ნაბიჯი საფუძველს ჩაუყრის ცუდ პროცესს, რაც უნდა შევაჩეროთ.
თურქეთი მხოლოდ პრეზიდენტი ერდოღანი არაა. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერდოღანის თურქეთს განსაზღვრავს და ამიტომ თურქეთის მომავალი უნდა განისაზღვროს მისი პოლიტიკით
თურქეთი მხოლოდ პრეზიდენტი ერდოღანი არაა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თურქეთს და მის მომავალ მხოლოდ ერდოღანი განსაზღვრავს. მან შეიძლება დაკარგოს ძალაუფლება 2023 წლისთვის და სხვა მოვიდეს ხელისუფლებაში… მე არ მინდა, რომ ამ თურქეთმა ცხოვრება დაიწყოს როგორც რუსეთის მოკავშირემ, მინდა რომ როგორც ნატოს და ევროსაბჭოს წევრმა, ევროკავშირთან კავშირებით, გააგრძელოს ცხოვრება. არანაირი სარგებელი არ მოაქვს თურქეთის არათავისუფალი სამყაროსკენ დამატებით ბიძგებას.
როგორ ფიქრობთ ამ გადაწვეტილებას მოჰყვება სანქციები შეერთებული შტატების მხრიდან?
ზოგადად ვფიქრობ, სანქციები არაეფექტურია, რადგან როცა სანქციებს უწესებ ქვეყანას, იქნება ეს თურქეთი, ირანი, ერაყი, შენ ამით ქვეყნის ეკონომიკას ვნებ და მისი მოსახლეობის უმეტესობას არ მოსწონხარ. ამით ნაციონალისტურ სენტიმეტებს უწყობ ხელს, რომ ქვეყანა თავდასხმის ქვეშაა. თუ ამერიკა მიიღებს სანქციებს, ეს თურქეთში ანტი-ამერიკულ განწყობებს გააღვივებს და პრეზიდენტ ერდოღანს ძალაუფლების განმტკიცებაში დაეხმარება. ერდოღანი იტყვის, რომ ეს ეროვნული სოლიდარობის მომენტია და ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვართ. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ერდოღანის ნარატივის მთავარი პოლიტიკური ელემენტი ისაა, რომ 'თურქეთი თავდასხმის ქვეშაა და რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც შეთქმულებებს წინ აღუდგება". რაც უფრო მეტად იზოლირებული იქნება თურქეთი, ეს ნარატივი უფრო დამაჯარებელი გახდება - ეს ცუდია თურქეთისთვის და ცუდია ყველასთვის.
არანაირი სარგებელი არ მოაქვს თურქეთის არათავისუფალი სამყაროსკენ დამატებით ბიძგებას.
„ეს-400“-ების შესყიდვის გადაწვეტილებამ ნატოს და შეერთებულ შტატებს თავსატეხი გაუჩინა. ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების და თურქეთის ურთიერთობამ ცივი და თბილი მომენტები გაიარა. როგორ ფიქრობთ, რა გადაწვეტილება შეიძლება მიიღოს ალიანსმა?
ნატო ისტორიულად ბევრჯერ იდგა მსგავსი პრობლემების წინაშე. გავიხსენოთ საფრანგეთი შარლ დე გოლის მმართველობის დროს. საფრანგეთმა ნატო დატოვა,ეროვნული სიამაყის და დამოუკიდებლობის არგუმენტით. რასაც არ უნდა აკეთებდეს თურქეთი, მისი ნაბიჯების უკან დაუცველობის და უნდობლობის განცდაა. განცდა, რომ მას დასავლეთში ვერ უგებენ და აკრიტიკებენ. ამ კრიტიკის ნაწილი სამართლიანია. მაგალითად, როცა საქმე "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ეხება, თურქეთი თვლის, რომ მისი უსაფრთხოების პრობლემებს დასავლეთში უგულვებელყოფენ.
მე არ მომწონს რუსეთის ქმედებები საერთაშორისო არენაზე, თუმცა თურქეთს სირიაში მოქმედება მხოლოდ რუსეთთან დიალოგის მეშვეობით შეუძლია, რადგან შეერთებული შტატები აღარაა იქ წარმოდგენილი. რუსეთმა თავი წარმოაჩინა როგორც ერდოღანის მოკავშირემ. დასავლელი პოლიტიკოსები როცა ამას უყურებენ, ის კი არ უნდა თქვან, რომ შესანიშნავია, იყოს თურქეთი რუსეთის მოკავშირე და დავემშვიდობოთ მას, არამედ პირიქით, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.
მე არ მომწონს რუსეთის ქმედებები საერთაშორისო არენაზე, თუმცა თურქეთს შეუძლია სირიაში იმოქმედოს რუსეთთან დიალოგის მეშვეობით, რადგან შეერთებული შტატები აღარაა წარმოდგენილი სირიაში და რუსეთმა წარმოაჩინა თავი როგორც ერდოღანის მოკავშირემ.
რას ნიშნავს ერდოღანის დაახლოება პუტინთან ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომლებიც თურქეთის პარტნიორები არიან და ამასთან, დასავლური ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან?
თუ თურქეთი დასავლეთთან ფუნდამენტურად გაწყვეტს კავშირს, მისი ალიანსიდან გარიცხვა შეიძლება განიხილონ. ნატოს არ აქვს მექანიზმი ქვეყნების ალიანსიდან გარიცხვის, თუმცა თუ ანკარას ამოიღებენ ნატოს ოპერაციებიდან, ეს გარიცხვის ტოლფასია. და თუ თურქეთი ამ მიმართულებით წავა, ეს გარდაუვლად იქონიებს გავლენას ქვეყნებზე რეგიონში: საქართველოზე, აზერბაიჯანზე და უკრაინაზეც კი.
მართალია ცივი ომის ტერმინებით არ უნდა ვიფიქროთ, რადგან ცივ ომში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი მხარე: თავისუფალი სამყარო, ქვეყნები რომლებიც ლიბერალური დემოკრატიები არიან და ავტორიტარული რეჟიმები, არა სტალინისტური, თუმცა მაინც ავტორიტარული. თავისუფლების გადასარჩენად მნიშვნელოვანია ნახევრად თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი სამყაროს ორბიტაზე შენარჩუნება და არა მათი მეორე მხარეზე ბიძგება.
თავისუფლების გადასარჩენად მნიშვნელოვანია ნახევრად თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი სამყაროს ორბიტაზე შენარჩუნება და არა მათი მეორე მხარეზე ბიძგება.
ბევრი ადამიანი შეიძლება თურქეთით დაიღალა, მათ ერდოღანის რიტორიკა აბრაზებთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყეს, რომ თურქეთი უფრო დიდია, ვიდრე პრეზიდენტი ერდოღანი და მისი პარტია. ამ პოლიტიკურმა პარტიამ თურქეთის ბოლო 15 წელი განსაზღვრა, თუმცა არაფერია სამუდამო. სამუდამო მხოლოდ თურქეთია. თურქეთის „ვესტერნიზაციის“ ისტორია ოსლამური იმპერიის გვიანი პერიოდიდან იწყება და ასე ადვილად არ უნდა გაიწიროს.
ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, რომ სტამბოლში ოპოზიციამ დიდ გამარჯვებას მიაღწია, რას ნიშნავს ეს თურქეთისთვის?
ეს არჩევნები, თურქეთის პოლიტიკურ ისტორიაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველაზე შთამბეჭდავი და სუბიექტურად რომ ვთქვა, პოზიტიური მოვლენა იყო. სტამბოლი ქალაქია, რომელსაც ტრადიციულად მმართველი პარტიის, ერდოღანის პარტიის, წარმომადგენლები მართავენ უკვე 25 წლის განმავლობაში. ერდოღანის პოლიტიკური აღმასვლა 1995 წელს დაიწყო, როცა ის სტამბოლის მერი გახდა. ის წარმატებული მერი იყო და შემდგომ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის პოსტზე გადაინაცვლა.
ევრი ადამიანი შეიძლება თურქეთით დაიღალა, მათ ნარატივი დაშეთქმულების თეორიები აბრაზებთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყეს, რომ თურქეთი უფრო დიდია, ვიდრე პრეზიდენტი ერდოღანი და მისი პარტია,
ეს არის მთავრობა, რომელიც თურქეთს დიდი ხანია მართავს და მას აკრიტიკებენ თავისუფალი მედიის გაქრობის და კანონის უზენაესობის დარღვევის კუთხით და მე ამ კრიტიკას ვეთანხმები. თურქეთს სჭირდება ცვლილება. ქვეყანა ძალზედ პოლარიზებულია და პრეზიდენტი ერდოღანი ყოველთვის იღებს ხმების ორმოცდაათ და ცოტა მეტ პროცენტს, რაც მისთვის საკმარისია ხელისუფლებაში დასარჩენად... მიუხედავად ამისა, სტამბოლის არჩევნებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტი ერდოღანის დამარცხება საარჩევნო ყუთებთან შესაძლებელია.