ცნობილი კომპოზიტორი მარვინ ჰამლიში ლოს-ანჯელესში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი მუსიკალური კომპოზიციები ჰოლივუდში ბევრ ფილმსა და ბროდვეის შოუებს ამშვენებს. მარვინ ჰამლიში, პულიცერის პრემიის ლაურეატი და ასევე ემის, გრემის, ოსკარისა თუ ტონის ჯილდოების მფლობელი ნიუ-ორკში, უბრალო ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. მამამისი პროფესიონალი აკორდეონისტი იყო, რომლემაც მარვინი, 7 წლის ასაკში, ჯულიარდის სკოლაში ფორტეპიანოს შესასწავლად გაუშვა. მოგვიანებით, მარვინ ჰამლიშმა კლასიკური მუსიკის შესწავლას თავი დაანება და პოპ მუსიკას გაჰყვა. 1974 წელს, მან, მუსიკალურ კატეგორიაში პირველი ოსკარი მოიპოვა. სულ ცოტა ხნის წინ კი ერთ-ერთმა ცნობილმა სატელევიზიო და ციფრული მედიის ორგანიზაცია - „სინიმ,“ მარვინს ფილმებისათვის - „როგორებიც ვიყავით“ და „სტინგი“ შექმნილი კომპოზიციისათვის განსაკუთრებული ჯილდო გადასცა.
„მან ჯერ ფორტეპიანოზე დაუკრა, შემდეგ ფილმიდან ნაწყვეტები გვაჩვენა და მუსიკალურ გაფორმებაზე ისაუბრა; ასევე ახსნა მუსიკის ზეგავლენა ფილმის შინაარსზე... თუმცა მარვინს ფილმში „როგორებიც ვიყავით,“ ბოლო მუსიკალური გაფორმება არ მოეწონა, რეჟისორმა მისი შეცვლის უფლება მაინც არ მისცა... საოცარი მოსასმენი იყო მისი შესრულება და ანალიზი,-“ აღნიშნავს ორგანიზაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი მარკ ფინკელფიელრი.
მარვინ ჰამლიშს კოლეგები და კრიტიკოსები ამერიკული მუსიკალური თეატრების ისტორიის განვითარებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
„მან ყველაფერი შეცვალა, გარდატეხა მოახდინა, ახლებურად წარმოადგინა, უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა... ასე რომ, მეორე მარვინ ჰამლიში არასდროს განმეორდება!-“ აცხადებს ფინკელფიელრი.
კომპოზიტორის ბოლო ნამუშევარი ბროდვეის თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის - „პროფესორი ნათი“ შექმნილი კომპოზიცია იყო.
„სპექტაკლში მარვინმა მუსიკის ყველა დეტალი ააჟღერა... სხვადასხვა ვარიაციებზე შედგენილმა კომპოზიციამ სპექტაკლს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა,-“ აღნიშნავს რეჟისორი მაკ პირკლი.
კომპოზიტორის უნიკალურობას კიდევ ერთი გარემოებაც განსაზღვრავს; ჰამლიში პიტსბურგის, მილუაკის, დალასის, სიეტლის, სან-დიეგოსა და პასადენას სიმფონიურ ორკესტრებს წარმატებით დირიჟორობდა. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ იგი ფილადელფიის ორკესტრთანაც თანამშრომლობდა.