"ანგარიშსწორების მიზნით ჟურნალისტების მკვლელობა 2020 წელს მნიშვნელოვნად გახშირდა, თუმცა ომების გაშუქების დროს დაღუპულ რეპორტიორთა რიცხვი შემცირდა", - აცხადებს "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი".
საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ჟურნალისტური საქმიანობისთვის მოკლულ პროფესიონალთა რიცხვი წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად, გაორმაგებულია. კრიმინალური დაჯგუფებები ჟურნალისტებს დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი უსწორდებოდნენ.
ასევე ნახეთ: მუქარა ჟურნალისტების ოჯახებზე - ავტორიტარი მმართველების ტაქტიკა
2020 წელს მსოფლიოში სულ მცირე 30 ჟურნალისტი მოკლეს. მათგან 21-ის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო შურისძიებაზეა საუბარი. გასულ წელს ეს რიცხვი 10-ს არ აღემატებოდა. სხვა ჟურნალისტები კი ამა თუ იმ შეტაკებისა და შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ან სხვა ისეთი დავალების შესრულებისას დაიღუპნენ, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა სახიფათო. ყველაზე მეტი ჟურნალისტი მექსიკაში, ავღანეთსა და ფილიპინებში მოკლეს.
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" კვლავ იძიებს 15 სხვა ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტებს, რათა დადგინდეს, იყო თუ არა მათი მკვლელობის მოტივი პროფესიული საქმიანობა.
ეს რიცხვები 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდს ასახავს, 2019 წელს დადასტურებულად ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული მოტივით 26 ჟურნალისტი მოკლეს.
ასევე ნახეთ: მსოფლიოში 2020 წელს 45 ჟურნალისტი მოკლეს, 54 ტყვეობაშიამიუხედავად იმისა, რომ მკვლელობების რიცხვი, 2020 წელს გაიზარდა, 2000 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო ომსა და კონფლიქტებში დარუპულ ჟურნალისტთა რაოდენობა - 3. კონფლიქტების შედარებით ნაკლებ ინტენსივობასთან ერთად, კოვიდ-19-ის პანდემიამ მთელი მედიის ყურადღება მოიცვა, ამასთან გართულდა კონფლიქტურ ზონებში მოგზაურობაც. სამივე ჟურნალისტი ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბის პროვინციასთან მიმდინარე დაპირისპირებებს აშუქებდა და სავარაუდოდ რუსული საჰაერო ძალების იერიშს ემსხვერპლა.
მკვლელობების გარდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კვლავ არ მცირდება. ჟურნალისტთა ნაწილი მზარდი საფრთხის გამო სხვადასხვაგვარად ცდილობს თავის დაცვას. თუმცა 2020 წელს მოკლული ჟურნალისტებიდან 2 "ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების სპეციალური ფედერალური მექანიზმის" ფარგლებში დაცულნი უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა ორივე შემთხვევაში ჟურნალისტებიც და მათი მცველებიც მოკლეს. მექანიზმის ხარვეზებზე საუბარი კი გრძელდება.
სპეციელისტებს ასევე აშფოთებთ დაუსჯელობა და ის რისკები, რასაც პოლიტიკოსების მხრიდან პრესისადმი აგრესიული და დისკრედიტაციის გამომწვევი რიტორიკა იწვევს. ამ მხრივ კრიტიკის ობიექტი აღმოჩნდა ამერიკის პრეზიდენტი დოლად ტრამპიც. ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომას საერთაშორისო ორგანიზაცია "ოპორტუნისტულად" მიიჩევს. და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ის სხვა ქვეყნებში მთავრობის მხრიდან მედიის შევიწროვებას აკრიტიკებს, ზოგ შემთხვევაში არ გმობს სხვა მსგავს და მნიშვნელოვან ფაქტებს.