მიუნხენი 2020: ტრანსატლანტიკური დაძაბულობა და საქართველო

Your browser doesn’t support HTML5

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ შეეცადა ტრანსატლანტიკური და აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დაერწმუნებინა, რომ ამერიკა ევროპასთან ერთად არის. პომპეომ მთავარ საფრთხედ რუსეთი, ირანი და ჩინეთი დაასახელა და უკრაინას, საქართველოს და ბალტიისპირეთს მხარდაჭერას დაპირდა.