მრავალეროვანი სამხედრო წვრთნები შავ ზღვაში

შავ ზღვაში თითქმის ორკვირიანი, მრავალეროვანი სამხედრო-საზღვაო წრთვნები გაიმართება. ეს იმ ფონზე, როცა რუსეთი გამოწვევებზე პასუხის გაცემის შესახებ გაფრთხილებას იძლევა და გასულ კვირას, ბრიტანულ სამეხრო გემთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა.

შავ ზღვაში, ყოველწლიური წვრთნებში წელს 32 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, რომელთა შორის ბევრი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრია. წვრთნები 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ასევე ნახეთ: ავღანეთში დაახლოებით 650 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება

წელს წვრთნების თანამასპინძლები უკრაინა და შეერთებული შტატებია. ის მოიცავს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს.

ნატოს წვრთნებს წინ უსწრებდა რუსეთის მიერ, შავ ზღვაში მოძრავი ბრიტანული გამანადგურებლის გზაზე ბომბების ჩამოყრა და მისი იძულება, შეეცვალა კურსი.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ მის გემს ცეცხლი გაუხსნეს და განაცხადა, რომ რუსეთი წინასწარ გამოცხადებულ „ცეცხლსასროლი იარაღის სწავლებებს“ ახორციელებდა.

ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მოუწოდა, თავი აარიდონ შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს. რუსეთი საელჩოს მიაჩნია, რომ ასეთი მანევრები „უნებლიე ინციდენტების რისკს ზრდის“ და უკრაინას აქეზებს.

ასევე ნახეთ: რუსეთის ელჩი სამი თვის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა

გასულ კვირას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ბრიტანულ გამანადგურებელთა მომხდარმა ინციდენტმა აჩვენა რუსეთის „აგრესიული და პროვოკაციული პოლიტიკა“ და რომ ის „უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის უწყვეტ საფრთხეს წარმოადგენს“.

კულებამ ნატოს მოუწოდა, შავ ზღვაში უკრაინასთან მეტად ითანამშრომლოს.