ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი პირველად გამოჩნდა საჯაროდ. ამ კვირის დასაწყისში ის სამხედროებმა დააკავეს. დღეს კი ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიას აკადემიურ სამოსში გამოწყობილი დაესწრო.
93 წლის პრეზიდენტი ამ დრომდე შინა პატიმრობაში იმყოფებოდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რელიგიური ჯგუფები და ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ მუგაბეს გადადგეს, თუმცა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, ბერკეტების დათმობას არ აპირებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დონალდ იამამოტო აფრიკის საკითხებში ამბობს, რომ იმედოვნებს, ეს ზიმბაბვესთვის "ახალ ეპოქაში გარდამავალი ეტაპი იქნება."
სამშაბათს, სამხრეთ აფრიკის ამ ქვეყანაში, სამხედროებმა სწრაფი და უსისხლო ოპერაცია ჩაატარეს და ქვეყნის კონტროლი ხელში აიღეს. სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი ნებაყოფლობითი გადასახლებიდან დაბრუნდნენ, რათა ახალ მთავრობაში იმუშაონ.