ყოფილი სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი თანახმაა წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტისა და დაზვერვის კომიტეტის წინაშე საჯარო მოხსენებით წარდგომაზე. მალერი კონგრესმენთა შეკითხვებს პასუხს, სავარაუდოდ, მომავალ თვეში გასცემს.
ორივე კომიტეტის თავმჯდომარეებმა, ჯერალდ ნადლერმა და ადამ შიფმა სამშაბათს გვიან ღამით გამოქვეყნებულ წერილში განაცხადეს, რომ მალერი კონგრესის წინაშე 17 ივლისს წარდგება და ისინი, ისევე როგორც ყველა ამერიკელი, მოუთმენლად ელის მის მოსმენას.
მალერი თითქმის ორთვიან გამოძიებას ხელმძრვანელობდა, რომელსაც უნდა დაედგინა ჰქონდათ თუ არა ტრამპის კამპანიის წევრებს კავშირი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ცდილობდა, თუ არა პრეზიდენტი გამოძიებისთვის ხელის შეშლას. მან გამოძიების ანგარიში, პროცედურის თანახმად, გენერალურ პროკურორს გადაუგზავნა, მან კი ანგარიშის ოთხგვერდიანი შეჯამება გადასცა კონგრესს. მოგვიანებით, კანონმდებლების მოთხოვნით, მათ სრული ანგარიშიც, ოღონდ მისი დარედაქტირებული ვერსია გადაეცათ. დემოკრატები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ბევრი კითხვა აქვთ იმის თაობაზე, თუ რატომ შეიკავა გამომძიებელთა გუნდმა თავი დასკვნის გაკეთებისგან იმის შესახებ, ცდილობდა თუ არა პრეზიდენტი გამოძიებისთვის ხელის შეშლას.