ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი თავისუფალია. მან ციხეებსა და საავადმყოფოებში 6 წელი გაატარა. მუბარაკი 2011 წელს ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დააკავეს და გაასამართლეს. მას 2011 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს ასობით ადამიანის მკვლელობის ბრძანებაში ედებოდა ბრალი.
თითქმის სამი კვირის განმავლობაში, მუბარაქის უსაფრთხოების ძალები დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალას იყენებდნენ, განსაკუთრებით დედაქალაქ ქაიროში. საბოლოო ჯამში, 30 წლიანი მმართველობის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა.
2012 წელს მუბარაქს ამ ბრალდების გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, საქმის გასაჩივრების უფლება მიეცა.
ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ დაწყებული დემონსტრაციების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში რევოლუციების ტალღა დაიწყო. მუბარაკი პირველი ლიდერია, რომელიც „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგა.
მუბარაკმა სამხედრო ჰოსპიტალი დღეს დატოვა. მისმა ადვოკატმა დაადასტურა, რომ ის კარგად დაცულ სახლში იმყოფება ჰელიოპოლისში.