3 წლის წინ ჯეიმს ჰოლმსი ქალაქ დენვერის კინოთეატრთან მომხდარ ინციდენტში დამნაშავედ სცნეს. მან 12 ადამიანი მოკლა და ათეულობით მოქალაქე დაჭრა.
27 წლის ჯეიმს ჰოლმსს ამერიკულმა სასამართლომ შესაძლოა სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანოს. ამ დღეებში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ის 3 წლის წინ კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის კინოთეატრთან მომხდარ ინციდენტში დამნაშავედ სცნეს. ჯეიმს ჰოლმსმა კინოში მიმავალი 12 ადამიანი მოკლა და ათეულობით მოქალაქე დაჭრა.
სასამართლო მომავალ კვირას განახლდება. ჯეიმსის ადვოკატი ცდილობს თავისი კლიენტი სასჯელის უმაღლეს ზომას აარიდოს და სავარაუდოდ ყურადღებას მის არაჯანსაღ ფსიქიკაზე გაამახვილებს. პროკურორები დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამო აცხადებენ, რომ დამნაშავეს სიკვდილით დასჯა არ აცდება.