ამერიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ერაყის ქალაქ მოსულის ჩრდილოეთში მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვა , „საშინელ ტრაგედიას“ წარმოადგენს. ამერიკული მხარის თქმით, ისინი შეისწავლიან თუ რომელი მხარიდან მოხდა საჰაერო თავდასხმის განხორციელება. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის მხარდაჭერილი კოალიციის საჰაერო თავდასხმებს, დაახლოებით 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ერაყის ძალები, კოალიციის საჰაერო მხარდაჭერის მეშვეობით, ცდილობენ მოსულზე კონტროლის აღდგენას. მოსული 2014 წლის, შუა პერიოდიდან, ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირდება. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ტერიტორია დაკარგა, თუმცა დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე, ჯერ ისევ ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა.