ლუბიანკას მოედანზე, რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მახლობლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა
შაბათს მოსკოვში პოლიციამ არასაქციონირებული ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის დროს 40 ადამიანი დააკავა, რომელთა შორის ოთხი ოპოზიციის ლიდერია.
დაკავაბულებს შორის არიან ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი, ილია იაშინი და ქსენია სობჩაკი. დემონსტრაცია ვლადიმირ პუტინის რეჟიმის საპროტესტი მოძრაობის ერთი წლისთავს მიეძღვნა.
მიუხედავად ყინვისა,მოსკოვში ლუბიანკას მოედანზე, რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მახლობლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ოპოზიციონერებს საპროტესტო აქციის გამართვაზე უარი უთხრა.