შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები იცავენ გეგმას, რომლის მიხევითაც მძიმე ტექნიკა, შეიარაღება და სამხედრო დანაყოფები აღმოსავლეთ ევროპაში სამუდამოდ უნდა განთავსდეს. მაგრამ რუსეთი ამაზე მწარედ რეაგირებს. ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა რუსულ სააგენტო ინტერფაქსს უთხრა, რომ მოსკოვს სხვა გზა არ დარჩება და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
შეერთებული შტატებისთვის და ნატოს წევრი მისი მოკავშირეებისთვის, ურკაინაში რუსეთის აგრესიაზე პასუხის ნაწილი სამხედრო წვრთნები იყო, ბოლოს ასეთი წვრთნა თვის დასაწყისში შვედეთში ჩატარდა.
ჩვენ ვიცით ამ გადაწყვეტილების შესახებ, მხარს ვუჭერთ და ველით მას.დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის პრეზიდენტი
შეერთებული შტატების მიერ აღმოსავლეთ ევროპაში მძიმე ტექნიკის, შეიარაღების და სამხედრო დანაყოფების განთავსების შემთხვევაში, გეგმა პოლონეთს და პალტიისპირეთის ქვეყნებს მოიცავს.
“ჩვენ ვიცით ამ გადაწყვეტილების შესახებ, მხარს ვუჭერთ და ველით მას,” აცხადებს ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე.
შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩნოსნები აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და რომ ტექნიკის განლაგება მოკავშირეების წვრთნების ნაწილია.
რუსეთის რეაქცია სააგენტო ინტერფაქსს სამხედრო სფეროს მაღალჩინოსანმა გააცნო, რომლის შეფასებითაც “ეს პენტაგონის და ნატოს მიერ ცივი ომის შემდეგ ყველაზე აგრესიული ნაბიჯი იქნება” და საპასუხოდ “რუსეთს თავისი ძალების მობილიზება მოუწევს.”
თანაბრად ხისტი იყო თეთრი სახლის პასუხი:
“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ნატოს ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი მოკავშირეების დაცვას გულისხმობს და ამ ხელშეკრულების დაცვას შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი სრული სერიოზულობით აპირებენ,” განაცხადა ჯოშ ერნესტმა, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.
ენტონი კორდესმანი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცნეტრიდან ამბობს, რომ ამით შეიძლება უკრაინამაც იხეიროს:
“ შემაკავებელი ძალაა საჭირო. შეერთებული შტატების მცირე ძალისხმევაც კი, დიდი სამხედრო მობილიზების გარეშე, სიმბოლური მოქმედებაც კი რუსეთს გაუგზავნიდა სიგნალს, რომ თავისი ქმედებები უნდა შეაჩეროს.”
როგორც ამერიკის უსაფრთხოების მაღალჩინოსანი ამბობს, ამჯერად რუსეთს არაფერი აკავებს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე არტილერიის გამოყენებას განაგრძობენ და ბრძოლებში მონაწილეობენ.