რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში აშშ-სთან უკვე შეთანხმებულია მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების საკითხებში, რომელსაც მოსკოვი დასავლეთისგან ელის და ითხოვს.
ამ ფონზე, უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ იანვარში უკრაინაზე ახალი იერიშის დაგეგმვის მცდელობაში.
რუსეთი ამ შესაძლებლობას უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან საზღვარზე დამატებით ათობით ათასი ჯარისკაცი განათავსა.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ესწრაფვის უსაფრთხოების გარანტიების მიღებას დასავლეთიდან, რომ კონკრეტული ტიპის იარაღი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში არ განლაგდება და რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოებას შეწყვეტს.
ასევე ნახეთ: ბრიდლოვი: "პუტინი მისივე შექმნილი კრიზისის დასრულებისთვის არ უნდა დავაჯილდოოთ"