რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა პრაღის მსგავსი ნაბიჯის საპასუხოდ. სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩეხეთის ელჩს აცნობეს, რომ მათ ორ დიპლომატს ქვეყნის დატოვების ბრძანება გადასცეს.
5 ივნისს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბისმა, განაცხადა რომ მისი მთავრობა რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს აძევებს ე.წ. „რიცინის საქმესთან“დაკავშირებით, რომელიც განზრახ გამოგონილი ისტორია აღმოჩნდა და ჩეხეთის მხარის ინფორმაციით, რუსეთის საელჩოს შიგნით დიპლომატებს შორის დაპირისპირებას უკავშირებდა.
„ეს მთელი საქმე დაიწყო პრაღაში, რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომლებს შორის შიდა დაპირისპირების შედეგად“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელმა მოსკოვიდან რიცინი ჩეხეთში ჩაიტანა, რათა პრაღის მერი ზდენეკ ჰრიბი და კიდევ ორი პირი მოეწამლა. მოსკოვმა მაშინ ეს ინფორმაცია უარყო. მოგვიანებით, ეს პირი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ანდრეი კონჩაკოვი. პრაღის მერს და კიდევ ორ პირს ჩეხეთმა დაცვა დაუნიშნა. აღნიშნული საქმე უკავშირდებოდა, ქალაქში საბჭოთა მარშალის ივან კონევის ძეგლის აღებას და ასევე ქუჩაზე, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს მოკლული ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის სახელის დარქმევას.
მოსკოვი, სავარაუდოდ, ჩეხეთზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმების უკან იდგა.