რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი დე-ფაქტო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს განიხილავენ

სოფელი აიბღა

ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთი დე-ფაქტო საზღვირის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს განიხილავს.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობაზე“ დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მოძრაობის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე იმყოფება რუსული დელეგაცია.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ მოუწოდებს ე.წ. ხელისუფლებას, ერთობლივი კომისიის მუშაობა ღია და გამჭვირვალე იყოს.

”ამჟამად, კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, განიხილება საკითხები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ერთობლივი კომისიის მუშაობა ღიად განახორციელონ და მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, რადგან ტერიტორიული კუთვნილების საკითხი უკიდურესად მგრძნობიარეა ჩვენი ხალხისთვის” - ნათქვამია „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლემა ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ სოხუმს, საზღვაო სივრცის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა შესთავაზა - „რადგან ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა სახმელეთო საზღვრის საკითხის გადაწყვეტა.“

„ეხო კავკაზთან“ ინტერვიუში, დვინიანინმა დაადასტურა, რომ გადაუჭრელად „მხოლოდ ერთი სოფლის, აიბღას საკითხი“ რჩება.

2020 წლის ნოემბერში, მდინარე ფსოუზე საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც სოფელ აიბღას, კრასნოდარის ტერიტორიის ადლერის რაიონთან აკავშირებდა, ოკუპირებულ აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად განიხილებოდა.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ სოფელი აიბღა „რუსული ანექსიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.“