რა მიზნები ამოძრავებდა მოსკოვს, როცა აფხაზეთში ეს სამასი ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი დაამონტაჟა. და რა შეფასება ეძლევა რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის ალექსანდრე ზელინის სხარტ ახსნას , რომ ამ ძლიერი ანთი-საჰაერო კომპლექსის საშუალებით სახმელეთო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებთან კოორდინაციის გზით აფხაზეთის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვა გვარდება?
ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა ფი ჯეი ქროულიმ უკვე განაცხადა, რომ როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისთვისაა ცნობილი, მოსკოვმა ამ ტიპის სარაკეტო სისტემები დაახლოებით სამი წლის წინ შეიტანა აფხაზეთში, თუმცა ვაშინგტონისთვის უცნობია რა სახის მოდიფიცირებას უხდენს მოსკოვი ამ კომპლექსის შემადგენლობას ამ განცხადების შემდეგ.
ვაშინგტონში არსებული გავლენიანი კვლევითი ცენტრის ჰუდზონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი რიჩარდ ვეისითვლის, რომ თავად ეს სამასი ტიპის სარაკეტო სისტემის განლაგების ფაქტი ახალი არ არის, თუმცა ახლა მოსკოვი უფრო პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის კუთვნილი ტერიტორიებია.
ვეისი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთის მიერ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ნატოს საჰაერო ძალების შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად ხდება.
ჰუდსონის ცენტრის ანალიტიკოსს ეთანხმება ვაშინგტონში ბაზირებული ჯეიმსთაუნის ფონდის ექსპერტი ვლადიმერ სოკორი. მან ამ დღეებში რამდენიმე პუბლიკაციაც მიუძღვნა აღნიშულ თემას. სოკორი ფიქრობს, რომ მოსკოვი ძალიან საშიშ პრეცედენტს ავითარებს და ნებსმიერი ქართული, და პირველ რიგში ამერიკისა და ნატოს საჰაერო მიმოსვლის აღკვეთას ცდილობს მთელი შავი ზღვის რეგიონში. ასეთი სცენარი შესაძლოა ამერიკას ქონოდა ირანთან განვითარებული პრობლემის დროს, ან ცენტრალუთ აზიასა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებისთვის გამოეყენებინა. ეს სამასი ტიპის დანადგარის განლაგების შემდეგ კი, ყველანაირი საჰაერო მიმოსვლა რომელსაც ნატოს ან ამერიკული ძალები განახორციელებენ, მხოლოდ მოსკოვთან პირდაპირი შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.
ვლადიმერ სოკორი არ ფიქრობს რომ რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის დაამონტაჟა რუსეთმა ეს სისტემა აფხაზეთში. მისი აზრით, ბევრად უფრო ღირშესანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთი მიზანმიმართულად, ნაბიჯ ნაბიჯ, ჰეგემონიას ამტკიცებს მთელს სამხრეთ კავკასიაში ანტი საჰაერო სისტემებისა და კონვენციური სამხედრო ძალების განლაგებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩარევითა და ქართული ტერიტორიების ოკუპაციით.
სოკორის აზრით რუსეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ამერიკამ და ნატოს გადამწყვეტმა მოქმედებამ უნდა დაუსვას წერთილი , რაც დაიწყება ჯერ იმის გათვითცნობიერებით რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ავღანეთში წარმატებას ვერ მიაღწევს, და შემდეგ, თანდათან ერაყიდან საერთაშორისო ძალების გასვლით. ბოლოს, რაც მისი აზრით ასევე მნიშვნელოვანია-საერთაშრისო თანამეგრობრობა საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას დაიწყებს.
ცნობისთვის, რუსულ ფორუმებზე უკვე 2008 წლის ოქტომბერშ გაჩნდა ფოტოსურათები, სადაც გუდაუთას რკინიგზის სადგურში ეს სამასი სისტემის კომპონენტებს ტვირთავენ. ეს ფოტომასალა თავად რუსმა ჟურნალისტებმა დადეს ფორუმებზე. შემდეგ კი ისინი გაზეთმა კომერსანტმაც გადაბეჭდა საკუთარ ფურცლებზე.
ოფიციალური თბილისი მოსკოვის მიერ ანტი-საჰაერო სისტემის აფხაზეთში განლაგებას მორიგ პროვოკაციად აფასებს მის მიერ ოკუპიებულ ტერიტორიაზე.