მოჰამედ მორსის შვილები აცხადებენ, რომ მამა 3 ივლისის შემდეგ, მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების დღიდან, არ უნახავთ
მოჰამედ მორსის, ეგვიპტის ექსპრეზიდენტის ოჯახი განცხადებას აკეთებს. ისინი არმიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ყველა იურიდიულ ზომას მიმართავენ, რათა უკანონოდ დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლონ.
ქაიროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოჯახის წევრებმა ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებს მოჰამედ მორსის გატაცებაში დადეს ბრალი. ექსპრეზიდენტის შვილები აცხადებენ, რომ მამა 3 ივლისიდან არ უნახავთ, მას შემდეგ, რაც არმიამ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა გადაწყვიტა. სამხედრო ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მორსი საკუთარი უსაფრთხოების მიზნით არის დაკავებული, და რომ ექსპრეზიდენტი ჯანმრთელად და კარგად არის.
მოჰამედ მორსი ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი წლის მანძილზე იმყოფებოდა. მის გათავისუფლებას 2012 წელს გამარჯვებული მუსლიმთა საძმოც ითხოვს და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს თითქმის ყოველდღიურად მართავს.