ოპოზიციის მხარდამჭერებმა მუსლიმთა საძმოს ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს
ეგვიპტის ოპოზიციის მხარდამჭერებმა სხვადასხვა ქალაქებში მუსლიმთა საძმოს ოფისებზე თავდასხმა განახორციელეს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ დამატებითი უფლებები მიიღო. მუსლიმთა საძმოს შენობები გადაწვეს სუეცში, პორტ საიდში და ისმაილიაში. დემონსტრანტები შეიკრიბნენ თაჰრირის მოედანზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.
მუჰამედ მორსიმ თავისი გადაწყვეტილება რევოლუციის დაცვის ინტერესებით გაამართლა. საპროტესტო დემონსტრაციაში ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ ელ ბარადეიც მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც პრეზიდენტს ახალი ფარაონი უწოდა.