კორონავირუსის ახალი მონაცემები ცნობილი ხდება. ოფიციალური მონაცემებით საქრთველოში კარანტინშია მოთავსებული 140 ადამიანი, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებული 9 ადამიანია. ლაბორატორიიდან პასუხებს კიდევ რამდენიმე ადამიანის შესახებ ელოდებიან.
დაინფიცირებული მოქალაქეები მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. საკარანტინო ზონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია მოქცეული.
კორონავირუსის გამო, საქართველომ იტალიასთან ავია-მიმოსვლა შეწყვიტა, მიმოსვლა შეწყვეტილია ირანთან და ჩინეთთანაც. დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეტრო და ავტობუსები სპეციალური ხნარებით დაამუშავეს.