ისტორიული ქალაქი სახეს კარგავს
Your browser doesn’t support HTML5
კოტორი მონტენეგროს ისტორიული, შუასაუკუნეების დროინდელი საპორტო ქალაქია, რომელსაც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ბოლო ხანს, ეს საერთაშორისო აღიარება კოტორისათვის თავის ტკივილად იქცა. აქტიური მშენებლობა ქალაქის იერსახეს და შესაბამისად, მის ტურისტულ მიმზიდველობას საფრთხეს უქმნის.