დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილის შემდგომი გავრცელების შეჩერების საქმეში, არაენდემურ ქვეყნებში პრიორიტეტი მისი შეკავება უნდა იყოს. ჯანმოს სპეციალისტების აზრით, დროული და სწრაფი ქმედების შემთხვევაში, ეს სავსებით შესაძლებელია.
მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც უფრო აფრიკულ ქვეყნებში ვრცელდება. თუმცა, ბოლო დღეებში მისმა ევროპის, ამერიკის, თუ ავსტრალიის კონტინენტებზე ცირკულირებამ, სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო. დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი დღეისთვის 200-ზე მეტია.
ასევე ნახეთ: პანდემია ნამდვილად არ დასრულებულა, აცხადებს ჯანმო"ვფიქრობთ, ადგილზე სწორი ზომების მიღების შემთხვევაში, ჩვენ მისი შეკავება იოლად შეგვეძლება" - თქვა სილვი ბრიანდმა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გლობალური ინფექციური საფრთხეებისთვის მზაობის დირექტორია. ბრიანდმა მაიმუნის ყვავილის გავრცელების პრევენციაზე ჯანმოს ყოველწლიურ ასამბლეაზე ისაუბრა, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს.