საფრანგეთში გლოვის ბოლო, მესამე დღეა. შუადღის 12 საათზე საფრანგეთში და ევროპის ქვეყნებში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი 13 ნოემბრის ტერორისტულ აქტში დაღუპულებს. პარიზში ერთდროულად 6 ადგილზე მომხდარ თავდასხმებში 132 ადამიანი გარდაიცვალა.
ევროპის კავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ექსტრემისტების წინააღმდეგ გაერთიანებული ფრონტით ბრძოლისკენ მოუწოდა. დაჯგუფება „თითოეული ჩვენთაგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს... ეს არ არის ერთ ქვეყანაზე, მარტო ევროპაზე შეტევა, ეს არის იერიში ცივილიზაციაზე“ - განაცხადა მან ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაში.
საფრანგეთის ავიაციამ კვირას ღამით დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მასიური საჰაერო იერიშები განახორციელა. მათი სამიზნე ერაყში დაჯგუფების დეფაქტო დედაქალაქი რაქა იყო, სადაც ისლამური სახელმწიფოს სამხედრო შტაბი და საწვრთნელი ბაზა მდებარეობს.