მოგადიშუში აფეთქება ყოფილმა პარლამენტარმა მოაწყო

ტეროროსტული ჯგუფი „ალ-შაბაბი“ აცხადებს, რომ მოგადიშუში გუშინ მომხდარი აფეთქება სომალის პარლამენტის ყოფილმა წევრმა მოაწყო, რომელიც ჯგუფში 2010 წელს გაწევრიანდა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მოგადიშუს აეროპორტის შესასვლელში დილის პიკის საათის დროს აიფეთქა. ამ შესასვლელით აეროპორტის თანამშრომლები სარგებლობენ. ის ასევე ყველაზე ახლოს მდებარე წერტილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და აფრიკის კავშირის შენობებთან, რომლებიც აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკა სომალის მთავრობის მხარდაჭერას აგრძელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გუშინ დილას მომხდარ თავდასხმას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.