უკრაინაში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს, "დაუბრუნდნენ მშვიდობისა და სტაბილურობის" მდგომარეობას. პრემიერმა თქვა, რომ ის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე, მხარეებს ხედვას გაუზიარებს.
მოდი უკრაინაში პარასკევს, 23 აგვისტოს ჩავა, პოლონეთში ვიზიტის შემდეგ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. რამდენიმე კვირის წინ კი ის თავის დიდი ხნის პარტნიორს, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. ივლისში შეხვედრა მათ შორის სწორედ იმ დღეს გაიმართა, როცა რუსეთის საჰაერო თავდასხმის სამიზნე კიევში რამდენიმე ობიექტი გახდა, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოც. პუტინტან გადახვევის გამო, მოდი მაშინ მწვავედ გააკრიტიკეს.
ინდოეთის ლიდერმა "გულისგანმგმირავი" უწოდა ბავშვების სიკვდილს, თუმცა მედიაში გავრცელებული ფოტოები, სადაც ის ვლადიმირ პუტინს ეხუტება, ანალიტიკოსების აზრით, მასზე ცუდად აისახა.
ასევე ნახეთ: რუსული ჯავშანგამტანი სატანკო ჭურვები ინდოეთში დამზადდება"რუსეთში ვიზიტი კარგად არ გამოიყურებოდა. ახლა უკრაინაში ჩასვლის ძალისხმევა აჩვენებს, რომ ონდოეთი არ იკავებს პასიურ პოზიციას ამ კონფლიქტში და მას სურს მოლაპარაკებას ხელი აქტიურად შეუწყოს", - ამბობს მანოი ჯოში, დელიში მოქმედი ორგანიზაციის, Observer Research Foundation-ის მკვლევარი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში ვიზიტს და "მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კრიმინალთან ასეთ დღეს ჩახუტებას" უწოდა "უდიდესი იმედგაცრუება" და "სამშვიდობო ძალისხმევისთვის დიდი დარტყმა".
მოდი პირველი ინდოელი პრემიერია, ვინც ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, უკრაინას ეწვევა.
"როგორც მეგობარი და პარტნიორი, ვიმედოვნებთ, რომ რეგიონში ძველ მშვიდობასა და სტაბილურობას დავუბრუნდებით", - თქვა მოდიმ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში და დასძინა, რომ ეს ვიზიტი იქნება "იმ მასშტაბური კონტაქტების ბუნებრივი გგრძელება", რაც ინდოეთსა და უკრაინას შორის არსებობს.
ინდოეთი დასავლელ მოკავშირეებს არ შეერთებია მოსკოვის ქმედებების დაგმობაში და მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში. ოფიციალური დელი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ კონფლიქტი დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა გადაწყდეს.