ფარმაცევტული კომპანია „მოდერნა“ აცხადებს, რომ მისმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ, კვლევის ბოლო ეტაპზე, კოვიდ-19-ის პრევენციაში, თითქმის, 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. მონაცემებს კომპანია შუალედურ ანგარიშზე დაყრდნობით ასაჯაროვებს.
„ჩვენ გვექნება ვაქცინა, რომელიც კოვიდ-19-ის შეჩერებას შეძლებს“ - აცხადებს „როიტერთან“ სატელეფონო ინტერვიუსას "მოდერნას" პრეზიდენტი სტივენ ჰოგი. კომპანია მოელის, რომ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაციას მომდევნო კვირებში მიიღებს.
ამ მონაცემებით, „მოდერნა“ წამლის მწარმოებელი მეორე ამერიკული კომპანიაა, რომლის კანდიდატმა ვაქციცნის ეფექტიანობამ მოლოდინს გადააჭარბა.
ასევე ნახეთ: კვლევა: დეზინფორმაციამ შესაძლოა ადამიანებს კოვიდ-19-ის ვაქცინაზე უარი ათქმევინოს„ფაიზერის“ კანდიდატი ვაქცინა, რომელმაც კომპანიის განცხადებით 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, მარეგულირებელი ორგანოების შემოწმებას ელოდება. ამრიგად, აშშ-ს დეკემბერში, შესაძლოა, გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზებული ორი ვაქცინა ჰქონდეს - 60 მილიონი დოზა მიმდინარე წლის ბოლომდე.
მომდევნო წელს, აშშ-ის მთავრობას წვდომა ექნება ორი მწარმოებლის ვაქცინის 1 მილიარდზე მეტ დოზაზე.
ორივე ვაქცინა ახალი ტექნოლოგიებითაა შემუშავებული და პანდემიასთან საბრძოლველად ძლიერ იარაღს წარმოადგენს. პანდემიის განმავლობაში ახალი კორონავირუსით, ამ დრომდე, 54 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 1,3 მილიონი გარდაიცვალა. მსოფლიოს მონაცემები აჩვენებს, რომ ინფიცირების შემთხვევები კვლავ მატულობს, მათ შორის, აშშ-ში, რომელიც ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლებით მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა. ინფიცირების მომატებული შემთხვევების ფონზე, ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება.
ასევე ნახეთ: 5 რამ, რაც "ფაიზერის" კორონავირუსის ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ„ეფექტიანი ვაქცინის ერთზე მეტი წყარი გლობალურ მიწოდებას გაზრდის, რაც საბედნიეროდ დაგვეხმარება იმაში, რომ 2021 წელში, ნორმალური ცხოვრების მსგავსს დავუბრუნდეთ“ - ამბობს ელეონორ რაილი, ედინბურგის უნივერსიტეტის იმუნლოგიისა და ინფექციური დაავადებების პროფესორი.
„მოდერნას“ ვაქცინის უპირატესობა
„მოდერნას“ კანდიდატი ვაქცინის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ არ საჭიროებს ულტრა ცივ პირობებში შენახვას, როგორც ეს „ფაიზერის“ კანდიდატი ვაქცინის შემთხვევაშია საჭირო. ამტომ, „მოდერნას“ წარმოებული ვაქცინის ტრანსპორტირება გაცილებით მარტივია. კომპანია ელოდება, რომ ვაქცინის შენახავა, 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივარში 2-დან 8 გრადუსამდე პირობებში შესაძლებელი იქნება. 6 თვის განმავლობაში მის შესანახად, -20 გრადუსი იქნება საჭირო.
„ფაიზერის“ კანდიდატი ვაქცინა, შენახვისა და გადატანისთვის -70 გრადუსს ითხოვს, ტემპერატურას, რომელიც მაგალითად არქტიკული ზამთრისთვისაა დამახასიათებელი.
ასევე ნახეთ: "ფაიზერის" ვაქცინა განვითარებადი ქვეყნებისთვის შეიძლება არაპრაქტიკული იყოს„მოდერნა“ ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს, ამერიკისთვის 20 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებს. მათგან, მილიონობით დოზა უკვე დამზადებულია და დისტრიბუციისთვის მხოლოდ ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ეროვნული ინსტიტუტის მიერ დამტკიცებაა საჭიროს. მოდერნას პრეზიდენტი ამბობს, რომ მარეკულირებლის მიერ ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში, მისი მყისიერი დისტრიბუცია დაიწყება.
გვერდითი მოვლენები
„მოდერნა“ განმარტავს, რომ გვერდითი ეფექტების უმეტესობა იყო მსუბქი და საშუალო სიმძიმის. ამასთან, მოხალისეთა მნიშვნელოვანი ნაწილის შემთხვევაში, მეორე დოზის მიღებამ ძლიერი ტკივილი გამოწვია. მოხალისეთა 10%-ში გამოვლინდა იმგვარი დაღლილობა, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შემშლელი შეიძლება იყო. 9%-ის შემთხვევაში, სხეული ძლიერი ტკივილი გამოვლინდა. „მოდერნა“ ამბობს, რომ ზოგადად, გვერდითი ეფექტის მიერ გამოწვეული ეს მოვლენები ხანმოკლე იყო.