ამერიკული კომპანია "მოდერნა" ამბობს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინას, რომელსაც ისინი აწარმოებენ, სულ ცოტა ერთწლიანი იმუნიტეტის გამომუშავება შეუძლია. განცხადება გაკეთდა ორშაბათს, "ჯეი-პი მორგანის" ჯანდაცვის კონფერენციაზე.
"მოდერნა" აცხადებს, რომ 2021 წელს, კოვიდ-19-ის ვაქცინის მინიმუმ - 600 მილიონის და მაქსიმუმ - მილიარდი დოზის წარმოება შეუძლია.
ფარმაცევტული ფირმის მტკიცებით, მათი ტექნოლოგიის გამოყენება კორონავირუსის ახალი ვარიაციის წინააღმდეგაც წარმატებით არის შესაძლებლი. მათი ვაქცინა სახელად mRNA-1273, ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას ავარჯიშებს, რომ ამოიცნოს და გაანეიტრალოს ახალი კორონავირუსი.