11 ივლისი მსოფლიოს მოსახლეობის დღეა

ყოველწლიურად მსოფლიოში მცხოვრები 16 მილიონი, 18 წლამდე მოზარდი დედა ხდება, ხოლო 3,2 მილიონს არასასურველი აბორტის გამოცდილება აქვს

Your browser doesn’t support HTML5

აშშ


11 ივლისს მსოფლიოს მოსახლეობის დღე აღინიშნება. გაერო წელს განსაკუთრებულ ყურადღებას მოზართა ორსულობას უთმობს. გაერთიანებული ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში მცხოვრები 16 მილიონი, 18 წლამდე მოზარდი დედა ხდება. ხოლო 3,2 მილიონს არასასურველი აბორტის გამოცდილება აქვს. ახალგაზრდა დედების დიდი უმრავლესობა განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებია. ორსული თინეიჯერების პრობლემა მსოფლიოში სერიოზულად დგას. 20 წლამდე ასაკის, 750 ათასი ამერიკელი გოგონა, რომელთა შორის უმრავლესობა ქორწინებაში არ არის, ყოველწლიურად ორსულდება, ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატები თინეიჯერთა ორსულობის კუთხით ეკონომიკურად განვითარებული დასავლეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ნახევარზე მეტს, ვინც მოზარდ ასაკში დედა გახდა, საკმაოდ რთული მომავალი ელის: დიდია სიღატაკის ალბათობის შანსი, სკოლის მიტოვება და უმუშევრობა. ნიუ იორკში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, წელიწადში 20 ათასი მოზარდი აქ დედა ხდება. თუმცა, 1984 წლიდან, ნიუ იორკის ბავშვთა დახმარების საზოგადოების მიერ ამოქმედდა სკოლის შემდგომი პროფილაქტიკური პროგრამა, რომლის მეშვეობით მონაწილეთა შორის ორსულობა განახევრდა. პროგრამა 10-11 წლის ასაკის ბავშვებთან მუშაობასაც მოიცავს.

ნიუ იორკის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩართულები არიან ბავშვთა დახმარების საზოგადოების სკოლის შემდგომ პროგრამაში, რომლის მიზანია მოზარდთა შორის დაორსულების რაოდენობის შემცირება.

განათლების მიცემა სექსის შესახებ ამ პროგრამის ნაწილია. ფსიქოლოგი მაიკლ კარერა, რომელმაც ეს პროგრამა 29 წლის წინ შექმნა, ამბობს რომ მოზარდთა დაორსულების პრევენციის ეფექტური მცდელობა ბავშვის ყველა მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს - დაეხმაროს ბავშვებს იფიქრონ, თუ როგორი წარმატებულები შეიძლება იყვნენ მოწიფულ ასაკში, ვიდრე ადრეულ ასაკში გახდნენ მშობლები და ამით მომავლის გზა ჩაკეტონ.

მაიკლ კარერა: როდესაც ახალგაზრდებს სჯერათ, რომ მათ ცხოვრებაში კარგი ამბები შეიძლება მოხდეს, როდესაც გრძნობენ რომ წარმატების იმედი არსებობს, რისკებს დამოუკიდებლად ამცირებენ. ასე რომ მოზარდთა ორსულობის პრევენციას არა ჩვენ, არამედ ისინი თავად ახდენენ.

პროგრამა ექვს კომპონენტს მოიცავს: სპორტულ ვარჯიშებს, ხელოვნების გაკვეთილებს, არასრული განაკვეთის სამუშაოს სპეციფიკას, საბანკო საქმიანობას, და ასევე სრულ სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების შესახებ საგანმანათლებო კონსულტაციას და სექსუალურ აღზრდას.

მაიკლ კარერა ბავშვებს ეკითხება, პატარა ასაკში შვილის ყოლა რომელ ცხოვრებისეულ საკითხებს უშლის ხელს. ის ბავშვებს მათ ჩამოთვლას თხოვს.

კარერას პროგრამაში მონაწილეებს შორის ორსულობის შემთხვევები 50% მცირეა, ვიდრე ნიუ იორკის იმ მოზარდთა შორის რომლებიც ამ პროგრამაში არ არიან ჩართული.

კოლეჯის კონსულტანტი ფელიპე აიალა: ამ პროგრამამ ჩემი ცხოვრება გადაარჩინა.

ეს პიროვნება, რომელიც ახლა კოლეჯის კონსულტანტად მუშაობს, 1984 წელს ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე იყო. იგი ნიუ იორკის ერთ-ერთ ძალიან რთულ უბანში ცხოვრობს.

ფელიპე აიალა: პროგრამამ ძალიან ჩამითრია. პროგრამის საქმიანობამ ისე დაგვაინტერესა, რომ დავრწმუნდით იმაში, რომ სექსი არ იყო მთავარი. არ მივდიოდით ისეთ ადგილებში, სადაც ახალგაზრდა გოგოსთან განმარტოება შეიძლებოდა. არ ვცდილობდით სექსის მიზნით გოგონებთან მისვლას, რადგან არ გავმხდარიყავით მამები მანამ, ვიდრე ამის დრო მოვიდოდა.

ოცდაორი წლის კეიტი მოდესტო კოლეჯში დარჩა, მუშაობა დაიწყო რეპეტიტორად, რაშიც ის ხელფასსაც ღებულობს. სექსთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ მან ბევრი რამ საკუთარ მშობლებს ასწავლა, რადგან აქამდე მათთვის უცნობი იყო ამ პროგრამის შესახებ.

კეიტი მოდესტო: მაგალითად უარის თქმა. ეს ხშირად ძალიან რთულია ქალისთვის, მითუმეტეს როდესაც ბიჭი მოგწონს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადასადგმელად არ ხარ მზად, თუმცა ფიქრობ რომ მაინც უნდა გადადგა. ამ პროგრამის წყალობით მე ნამდვილად ჩამომიყალიბდა თვითრწმენა.

მაიკლ კარერა რომელიც ახლა 70 წელს გადაცილდა, ამბობს რომ დღემდე სიამოვნებით ასრულებს თავის სამუშაოს.

მისი პროგრამა ამჟამად ამერიკის 12 შტატში მუშაობს და მასში 4000 მოსწავლეა ჩართული. თეთრმა სახლმა მაიკლ კარერა 2010 წელს „ სოციალური ინიციატივისთვის“ დააჯილდოვა. ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება მიიღო, რომ სექსუალური აღზრდისთვის 2010 წლიდან ფედერალური ბიუჯეტიდან რამდენიმე პროგრამა დაფინასდეს. კონკრეტულად კი ის პროგრამები, რომელთა ადაპტაციამ ეფექტურად იმუშავა მოზარდთა შორის არასასურველი ორსულობის შესამცირებლად. მათ შორის ერთ-ერთი კარერას პროგრამაა.