ეფლის აპლიკაციების მაღაზიაში უკვე ნახევარი მილიონი აპლიკაციაა ხელმისაწვდომი
ამერიკის ქალაქ სან-ფრანცისკოში მობილურ ტელეფონების ახალი აპლიკაციების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი შეილი შლენდერი ესწრებოდა.
გამოფენის ერთერთი სტუმარი ამბობს, რომ ყველაზე მეტად მობილური ტელეფონების აპლიკაციებში „ბრაზიანი ჩიტების“ თამაში იზიდავს. ელზას დედას კი ის აპლიკაციები ხიბლავს, რომელიც მგზავრობაში ეხმარება. ზოგიერთ დამსწრეს კი ამანათების გადაცემის აპლიკაციები ხიბლავს. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აპლიკაცია „ახალი სკოლა,“ რომელცი გამოფენაზეა წარმოდგენილი. აპლიკაციების გამოფენა ყოველ წელს იმართება. ღონისძიება სამდღიანია და ეფლის პროდუქტების ფანების თავყრილობას წარმოადგენს.
„გადავწყვიტე აიპედზე მუშაობა, რადგან ის ყველაზე მოსახერხებელია ჩემთვის,“ - ამბობს ეფლის ერთერთი მიმდევარი შილი.
ის თავის აიეპედზე იაფფასიან სახატავ აპლიკაციას იყენებს, რომელიც მხატვარმა ალექს კალაიჯიანმა შექმნა. აპლიკაციის გაკეთების იდეა კანადის ქალაქ ონტარიოში გამართულ გრაფიკოსთა შეკრებაზე მოუვიდა.
„მე ვსწავლობდი ზეთში ნახატების სიმულაციას, როდესაც აიფონი გამოვიდა. იდეაც თავისთავად გაჩნდა,“ - ამბობს კალაიჯიანი. ის ამბობს, რომ ახალ აპლიკაციის ახალ ვერსიაზე მუშაობს, სადაც ფუნჯები და სხვა ახალი საშუალებები იქნება დამატებული.
აქვეა წარმოდგენილი კანადელი ვიდეოგრაფის უოლი ჩერვინსკის ნამუშევარიც. ეს არის კონცერტის ამსახველი ვიდეოშოუ, რომელიც სხვადასხვა კამერით, მათ შორის აიფონით გადაიღო.
„დღევანდელ დღეს შეიძლება კამერა ჯიბით ატარო და გადაიღო მასალა, მოიტანო ოფისში და დაამუშავო ლეპტოპში,“ - ამბობს ჩერვინსკი.
რასაკვირველია ყველაზე კარგი აპლიკაციაც კი მოუხერხებელი იქნება, თუ მობილურ ტელეფონს ენერგია გამოელევა. ამიტომ გამოფენაზე მობილური ტელეფონების მზის ენერგიაზე გადაყვანაზეც იყო საუბარი. ტექნოლოგიური კომპანიის ჩაკ ლა ტორნოსი ამბობს, რომ მზის პანელების დაყენება მობილური ტელეფონებისთვის ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაშო დიდ როლს ითამაშებს.
ეფლის აპლიკაციების მაღაზიაში ინტერნეტში უკვე ნახევარი მილიონი აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, რასაც ყოველთვიურად 26 ათასი ახალი აპლიკაცია ემატება.