ორშაბათს პირველი მოწმე მისცემს ჩვენებას
ორშაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროკურორები, ბოსნიელი სერბი სამხედრო მეთაურის, რადკო მლადიჩის საქმის გახსნას აპირებენ. ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების სასამართლო პროცესზე, ორშაბათს პირველი მოწმე მისცემს ჩვენებას. ბოსნიელი მუსლიმი ელვედინ პასიჩი, ჰააგის სასამართლოს მოუყვება იმ დღის დეტალებს, როდესაც ის გადაურჩა ანგარიშსწორებას ბოსნიელი სერბი სამხედრობის მხრიდან. 1992 წლის ნოემბერს, სოფელ გრაბოვიცაში მათ 150 ბოსნიელი მუსლიმი გამოასალმეს სიცოცხლეს. მაშინ ელვედინ პასიჩი 14 წლის იყო. სამწლიანი ეთნიკური კონლიქტის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის მლადიჩს თერთმეთი მუხლი აქვს წაყენებული, მათ შორის გენოციდი.