ტრიბუნალმა რატკო მლადიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ომის დანაშაულების ტრიბუნალმა სერბეთის არმიის ყოფილი ლიდერი რატკო მლადიჩი დამნაშავედ სცნო იუგოსლავიის ომის დროს გენოციდის მოწყობაში, ომის დანაშაულების ჩადენასა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

სასამართლომ მლადიჩი 11-დან 10 ბრალდებაში დამნაშავედ სცნო, რაშიც შედის ადამიანების უსამართლო გასამართლება, მკვლელობა, დეპორტაცია, ტერორიზმი, სამოქალაქო მოსახლეობაზე უკანონო თავდასხმა და კიდევ რამდენიმე ბრალდება.

ტრიბუნალმა მლადიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს განცხადებით, მლადიჩს სერბეთში ბოსნიელი მუსლიმების მოსახლეობის განადგურება სურდა. სარაევოში ის პირადად ხელმძღვანელობდა კამპანიას, რომელიც მოსახლეობას ბომბავდა და ხალხის მოსაკლავად სნაიპერებს იყენებდა.