სირიაზე მოლაპარაკების მხარეები ახალ კონსტიტუციას შეიმუშავებენ

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის კონფლიქტში განაცხადა, რომ სოჭში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მხარეები შეთანხმდნენ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის შემუშავებაზე.

სირიის კონფლიქტის გადაჭრის გზაზე ეს მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება გამომდინარე იქიდან, რომ სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესში 1600 წევრია.

შტეფან დე მისტურამ სოჭიდან ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კონსტიტუციის შემმუშავებელი ჯგუფისთვის რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა საკუთარი 50 კანდიდატი დაასახელა. დამატებით 50 კანდიდატს თავად მისტურა რამდენიმე დღეში წარადგენს.