დღეს, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში სტეფან მისტურამ განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში „ნამდვილი ქარიშხალი მწიფდება." მან აქვე, შეშფოთება გამოხატა იდლიბში მცხოვრები სამოქალაქო პირების მდგომარეობაზე, სადაც რუსეთის მხარდაჭერილი სირიელი სამხედროები გეგმავენ ოპოზიციის კონტროლირებადი რეგიონის წინააღმდეგ ოპერაციას.
„ჩვენ გვაშფოთებს ნებისმიერი, მყისიერი ესკალაცია,“ თქვა მისტურამ ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
სირიის მთავრობის განცხადებით, სამთავრობო შენაერთები იდლიბში ნუსრას მეამბოხეებისგან გაწმენდას გეგმავენ. ამ რაიონში, ბოლოს, საჰაერო თავდასხმები და აფეთქებები გახშირდა, რამაც გაზარდა მოლოდინი და შიში, რომ იდლიბში იგივე განმეორდება, რაც ალეპოსა და ღუტაში მოხდა.