ორეგონის შტატის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ველურ ცხოველებზე დაკვირვებისას, წაულას ფერმასთან ახლოს აღმოჩენილ წაულას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს არის ფერმა, სადაც ცოტა ხნის წინ, კორონავირუსი ფართოდ იყო გავრცელებული. თუმცა, შტატის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახლა ფრემა ვირუსისგან სრულად გაწმენდილია.
იმაში დასარწმუნებლად, რომ ცხოველები ნამდვილად გამოჯანმრთელდნენ, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მათ 14 დღის ინტერვალით ტესტირება ორჯერ ჩაუტარა.
პირველი ტესტირების დროს, 62 ცხოველიდან, უმნიშვნელო დონით ვირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა. ტესტირების მეორე რაუნდმა აჩვენა, რომ ვირუსი ფერმის არც ერთ ცხოველს არ დაუდასტურდა. ფედერალური გზამკვლევის მიხედვით, ფრემამ კიდევ ერთი ტესტირება უნდა ჩაატაროს.
ასევე ნახეთ: მუტანტი ვირუსი - დანიაში, წაულების ფერმებზე კორონავირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა დადასტურდაფერმის მახლობლად ველური ცხოველების სამსახურის წარმომადგენლები ცხოველებს იკვლევენ.
სამშაბათს, ეროვნული ვეტერინარული სამსახურის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ 13 დეკემბერს შესწავლილ წაულას, დაბალი დონით, სარს-კოვ-2 აღმოაჩნდა.
ოფიციალურ პირები ფიქრობენ, რომ წაულა ცოტა ხნის წინ ფერმიდან გაიქცა. მაშინ, როცა ფერმაში კორონავირუსის აფეთქება იყო. თუმცა, ისანი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ველურ ცხოველებს შორის, სარს-კოვ-2 ცირკულირებს.
აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წაულადან ადამიანზე ვირუსის გადაცემის რისკი დაბალია.