მცირე ზომის სამედიცინო სკოლები აშშ-ში

მცირე ზომის სამედიცინო სკოლები აშშ-ში

იმისათვის, რომ ექიმი გახდე და სამედიცინო ფაკულტეტზე ისწავლო, ხანგრძლივი დრო და საკმაოდ დიდი ფული გჭირდება. თუმცა, ამ სურვილის დაკმაყოფილება, ამერიკაში, ნებისმიერს შეუძლია მცირე ზომის სამედიცინო სკოლების მიერ შემუშავებული უფასო ტრეინინგების მეშვეობით.

რობინ მიქაელსი კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ანატომიას ასწავლის. ამ სახის სწავლების დროს ადამიანის გვამების გამოყენება საჯარო ხასიათს არ ატარებს.

ახლა მიქაელსი თავის გამოცდილებას მცირე ზომის სამედიცინო სკოლების სტუდენტებს უზიარებს. ის ერთ-ერთია იმ პროფესორებს შორის, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში უფასო ლექციებს ატარებენ.

„მცირე ზომის სამედიცინო სკოლები, საზოგადოებასთან ერთად შეკრების საშუალებას გვაძლევს, სადაც შეგვიძლია ადამიანის სხეულზე ვისაუბროთ და დასმულ შეკითხვებს პასუხი გავცეთ.“ ამბობს მიქეალსი.

მიუხედავად იმისა რომ აქ მოსული სტუდენტები რვა კვირის განმავლობაში ხარისხს ვერ მიიღებენ, მიქაელსის თქმით ისინი საკმაოდ დიდ ცოდნას შეიძენენ:

„ჩვენ არ ვამარტივებთ საუბრის თემას, რადგან განსხვავება ნამდვილ სამედიცინო სკოლის სტუდენტებსა და ამ ადამიანებს შორის არც მათ ცოდნის დონეშია და არც ინტელექტში.

ლექციების დროს პროფესორები თვალსაჩიონებას იყენებენ და რეალურ ისტორიებზეც მსჯელობენ, რომლებიც ანატომიას, ინფექციურ დაავადებებს, სიმსივნესა და ფსიქოლოგიას შეეხება. პროფესორთა მოსაზრებით, საჭიროა ყველა ჩვენთაგანმა იცოდეს ადამიანის სხეულის მუშაობის შესახებ.

ამ ორი ათწლეულის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მცირე ზომის სამედიცინო სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება 17,000 კოლორადოელმა გაიარა აღნიშნული სკოლის კურსი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით კი დაახლოებით 100 ანალოგიურ პროგრამას ჩაეყარა საფუძველი.