რუსეთის ხელისუფლება უარყოფს შეერთებული შტატების და ევროპის კრიტიკას მიხაილ ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. ამასთანავე რუსეთის პოლიციამ მიიღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები და სასამართლოს შენობასთან დააკავა ქალბატონი რომელიც პროტესტს გამოხატავდა იმ დროს როდესაც მოსამართლე ყოფილი ოლიგარქის და მისი ბიზნესპარტნიორის საქმეზე საბოლოო ვერდიქტს კითხულობდა. სამშაბათს პოლიციიამ სასამართლოს შენობის წინ კორდონი გააკეთა და მის სიახლოვეს ყოველგვარი თავყრილობა აკრძალა. მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი რავი ხანა აკვირდებოდა.
კირილმ გილიაროვი რუსეთის ოპოზიცური გაერთიანების - სოლიდარობის წევრია. ის პოლიციას უკანონობაში ადანაშაულებს.
„გუშინ რაც აქ მოხდა მე ეს ნაცისტური პოლიციის ქცევას მაგონებს. მათ ხელჯოხიანი და ყავარჯნებიანი ინვალიდებიც კი დააკავეს და ცემეს. რაც გუშინ პოლიციამ გააკეთა ეს ნამდვილი ფაშიზმია,“ - ამბობს გილიაროვი.
ყოფილი ოლიგარქი ხოდორკოვსკი ფულის გათეთრებაში და თანხების მოპარვაში სცნეს ბრალდებულად. ამან კი განაახლა კრემლის მიმართ კრიტიკა და გააჩინა ეჭვები იცავს თუ არა რუსეთის ხელისუფლება კანონის უზენაესობას. ვადიმ კლიუვგანტი ხოდორკოვსკის ადვოკატია.
„ჩვენ ვფიქრობთმ, რომ ეს არ არის უბრალოდ იურიდიული შეცდომა, არამედ ეს არის წინასწარგანზრახული უკანონო ქმედება. ეს არის კრიმინალური რეპრესიის გაგრძელება. ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისი გზებით - სამართლებრივად და საზოგადოებრივი აქტიურობით. ჩვენ მივმართავთ ჩვენს პრეზიდენტს, უკვე მივმართეთ მსოფლიოს და მთელი მსოფლიო გამოეხმაურა ამ ფაქტს,“ - აცხადებს ხოდორკოვსკის ადვოკატი.
თავად მიხაილ ხოდორკოვსკი და მისი ბიზნესპარტნიორი აცხადებენ, რომ ისინი ოპოზიციის მხარდაჭერისთვის და იმჟამინდელი პრეზიდენტის და ახლანდელი პრემიერის ვლადიმირ პუტინის კრიტიკისთვის დასაჯეს. ხოდორკოვსკის დაპატიმრების შემდეგ მისი კომპანია „იუკოსი“ დაანაწევრეს და ხელისუფლების კონტროლირებად კომპანიებს შორის გაანაწილეს.
სასამართლო პროცესმა საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა. მსოფლიოში შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ ხოდორკოვსკი ვლადიმირ პუტინისთვის სერიოზულ დაბრკოლებას და პოტენციურ პოლიტიკურ მეტოქეს წარმოადგენდა. სწორედ ეს გახდა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი.
ხოდორკოვსკის შვილი პაველი ამბობს, რომ სასამართლოზე ბატონი პუტინი პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს, რომელმაც ღიად დააფიქსირა ამ თვის დასაწყისში თავის პოზიცია. კლადუია როსეტი 2003 წელს მოსკოვში „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ბიუროს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ამ ყველაფერზე რეაგირება თავად პრეზიდენტმა ობამამ უნდა მოახდინოს. რუსეთის აზრით, ობამა უნდა შეწყვიტოს შვებულება და ხმამაღლა განაცხადოს რომ შეერთებული შტატები ჭეშმარიტ სამართლის მხარეს დგას.