აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ არ იყრის კენჭს სენატორის არჩევნებში, მშობლიური შტატ კანზასში.
„გამორიცხულია“- თქვა პომპეომ სატელევიზიო ინტერვიუში "ენ-ბი-სის" ტელეარხზე.
მაიკ პომპეო, კანზასის შტატიდან ყოფილი კონგრესმენია, რომელიც წარსულში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორიც იყო. პომპეომ დაადასტურა, რომ მასთან კონსულტაცია სენატორის პოსტზე, უფრო ზუსტად კი პენსიაში მიმავალი კანზასელი რესპუბლიკელი სენატორის პატ რობერტსის ჩასანააცვლებლად, ჰქონდა სენატის უმრავლესობის ლიდერ მიტჩ მაკკონელს.