აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

Your browser doesn’t support HTML5

რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვი თანდათან იზრდება. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ერთ-ერთი მათგანია, ვინც შეეცდება თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა დონალდ ტრამპს გადაუღობოს. ის პარტიის ნომინაციის მოპოვებას ცდილობს და რეიტინგებით ბევრად უსწრებს თანაპარტიელ კანდიდატებს.