ერთი შეხედვით ეს რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის რიკ სანტორუმის წინასაარჩევნო ავტობუსს წააგავს, რომელსაც გეზი მიჩიგანისაკენ აქვს აღებული. ავტობუსში ათასგვარი საუბარის მოსმენაცაა შესაძლებელი:
თუმცა ცდებით, ამ ავტობუსს რიკ სანტორუმის საპრეზიდენტო კამპანიასთან კავშირი არ აქვს. მერილ მასგრეივი, „სუსან ბი ანტონის“ სახელობის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია. მისი განმარტებით ავტობუსს მოძრავი ბილბორდის დანიშნულება აქვს:
„ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და რიკ სანტორუმის კანდიდატურის პროპაგანდას ვეწევით; კანონის მიხედვით, ჩვენ მის კამპანიასთან კოორდინაცია გვეკრძალება.“
ავტობუსის საფასურს რამდენიმე პოლიტიკური კომიტეტი იხდის, მათ შორისაა სწორედ „სუსან ბი ანტონის“ სახელობის კომიტეტიცაა.
მიჩიგანის ირგვლივ მოძრავი ავტობუსი რიკ სანტორუმისათვის დახმარებას ცდილობს. ამ იდეის ავტორებს, იგი, კონსერვატული ღირებულებების, კერძოდ ოჯახის, რწმენის და აბორტის წინააღმდეგ მიმართული პრინციპების საუკეთესო გამტარებლად მიაჩნიათ.
მიჩიგანის ერთ-ერთი ეკლესიის მოხელე - ჯამინ ჰეროლდიც სანტორუმს მხარს აბორტის წინააღმდეგ ბრძოლისათვის უჭერს:
„ ამ ქვეყნად ყველა ადამიანი უნდა დაიბადოს. სიცოცხლისა და გაზრდილი შობადობის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება.“
აბორტის ლეგალიზაციისა თუ მისი აკრძალვის შესახებ არსებული პოლემიკა, საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ საკითხზე, რესპუბლიკელთა მეორე საპრეზიდენტო კანდიდატის მით რომნის არამყარმა პოზიციამ, თავის დროზე მას წარუმატებლობა მოუტანა. თავდაპირველად, იგი, აბორტის მსურველ ქალბატონებს, გადაწყვეტილების მიღებაში უპირატესობას ანიჭებდა, ხოლო შემდეგ, ბატონმა რომნიმ საკუთარი დამოკიდებულება შეცვალა; მორიგი საარჩევნო კამპნაიის დროს ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კიდევაც შეახსენა ბატონ რომნის:
„თქვენ თქვენი პოზიცია შეცვალეთ და ახლა აბორტის წინააღმდეგი ხართ. როგორ უნდა გენდოთ?“
„მე მაშინ გუბრენატორი ვიყავი და ამიტომაც ვეწინააღმდეგებოდი ამ საკითხს-“ უპასუხა რომნინ.
ამ ფაქტზე, მიჩიგანის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი მაიკლ ჰეინი აღნიშნავს რომ ამომრჩევლებს, რომლებიც აბორტს ეწინააღმდეგებიან, მით რომნის წინასაარჩევნო კამპნიაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.
ასე რომ, ახლა, 28 თებერვლის არჩევნებამდე, რომნისა და სანტორუმის გამარჯვებაც მთლიანად ამომრჩეველთა მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.