მექსიკაში აფეთქების გამოძიება გრძელდება

ინციდენტის შედეგად, მექსიკაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
მექსიკის სამართალდამცავებს ასაფეთქებელი ნივთიერბების ამერიკელი სპეციალისტები ეხმარებიან მეხიკოში პემექს ოილის სათაო ოფისის შენობის აფეთქების გამოძიების მიზნით.

გამოძიების მსვლელობის პარალელურად მაშველები კვლავ ცდილობენ რამდენიმე ადამიანის პოვნას, რომლებიც სავარაუდოდ შენობაში იმყოდებოდნენ.
სამშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელმაც შენობის ნგრევა გამოიწვია, სულ ცოტა 33 ადამიანი დაიღუპა და 121 დაშავდა.

ინციდენტის შედეგად, მექსიკაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.