კატასტროფა გაზის დიდი რაოდენობით დაგროვებამ გამოიწვია
გასულ კვირას მექსიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მთავარ ოფისში მომხდარი აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა პროკურორმა ჯესუს მურილო კარამ განუცხადა.
მისი თქმით, გამომძიებლებმა კატასტროფის ადგილზე ელექტროსადენები აღმოაჩინეს, რომელიც გაზის დაგროვების დროს პემექსის ოფისის სარდაფში აფეთქდა.
პარასკევს მომხდარი აფეთქების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კომპანიის ოფისის შენობა ჩამოინგრა.